გია ვოლსკი კანაფის კანონპროექტზე: საზოგადოებას რაც არ უნდა, ის არ უნდა გაკეთდეს არც კანონით და არც რაიმე სხვა ძალისხმევით

„საზოგადოებას რაც არ უნდა, ის არ უნდა გაკეთდეს არც კანონით და არც რაიმე სხვა ძალისხმევით“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის გაწვევა მოხდეს.
„თუ ამის შემდეგ კითხვები იქნება, ჩვენს პოზიციას კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ. საზოგადოებას რაც არ უნდა, ის არ უნდა გაკეთდეს არც კანონით და არც რაიმე სხვა ძალისხმევით.
შეიძლება ველოდოთ, რომ გაწვევა მოხდეს. საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია არ აქვს, რა ცვლილებებზეა საუბარი. ნარკოტიკულ საშუალებებზე საუბრობენ მაშინ, როცა საუბარი სხვა პროდუქციაზეა. როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ხარვეზია კომუნიკაციაშიც“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები