კახა კალაძე: რუსეთმა დაიწყო ომი და ამას ამბობდა სალომე ზურაბიშვილი

ორი აზრი არ არსებობს, რომ რუსეთი არის აგრესორი, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა დაიწყო ომი და სწორედ ამას ამბობდა სალომე ზურაბიშვილიც.
„რუსეთმა დაიწყო ომი და მაგას ამბობდა სალომე ზურაბიშვილი. ორი აზრი არ არსებობს, რომ რუსეთი არის აგრესორი, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, უბრალოდ სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი და უნდა ვთქვათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი უფლება არ გააჩნია ისაუბროს ომსა და 2008 წელზე. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი თავიდან აეცილებინათ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს საარჩევნო შტაბის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ცილისწამებად შეაფასა ოპონენტების ბრალდებები, რომ თითქოს ზურაბიშვილი საქართველოს მიიჩნევს 2008 წლის აგვისტოს ომის დამწყებად.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას არასდროს უთქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები