რუსთაველის თეატრიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს
რუსთაველის თეატრიდან რამდენიმე ადამიანი გაათავისუფლეს, მათ შორის მსახიობებიც.
თეატრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გათავისუფლება შიდაორგანიზაციულ ცვლილებებს მოჰყვა.
როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რუსთაველის თეატრიდან თანამშრომლების ნაწილი, რეორგანიზაციის ფარგლებში, კანონის დაცვით გათავისუფლდა.