რატი წითელაძემ  Golden Globes – ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის რეზიდენციის გრანტი მოიპოვა

რატი წითელაძემ  Golden Globes – ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის რეზიდენციის გრანტი მოიპოვა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის TIFF Filmmaker Lab-ის რჩეული რეჟისორებიდან, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის კომისიამ რატი წითელაძე, პროექტით „ცარიელი სახლი“ 3 გამარჯვებულს შორის დაასახელა.
რატი წითელაძე, ლოს-ანჯელესში, სამკვირიანი რეზიდენციის ფარგლებში, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის საბჭოს წევრებს, ცნობილ კინემატოგრაფისტებსა და მოწვეულ სპიკერებს შეხვდება და „ოქროს გლობუსის“ 76-ე დაჯილდოებას დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები