“პარლამენტი მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ საზოგადოების ყველა ნაწილის, ყველა დაინტერესებული მხარის არგუმენტები იყოს შეჯერებული”

პარლამენტი მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ საზოგადოების ყველა ნაწილის, ყველა დაინტერესებული მხარის არგუმენტები იყოს შეჯერებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ნარკოპოლიტიკისა და მარიხუანას შესაძლო წარმოების საკითხზე განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს და მიიღებს ღირსეულ და სამართლიან გადაწყვეტილებას რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით.
„რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს და კანაფის წარმოებას, ამაზე ჩვენი პოზიცია იყო იგივე, რაც არის დღეს, რომ პარლამენტი, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული, მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ საზოგადოების ყველა ნაწილის, ყველა დაინტერესებული მხარის არგუმენტები იყოს შეჯერებული. მხოლოდ ასე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ნარკოპოლიტიკას ეხება. დღეს სიტყვა არის პარლამენტზე და პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს და მიიღებს ღირსეულ და სამართლიან გადაწყვეტილებას რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით“,- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები