ზვიად ძიძიგური: კონსულტაცია არ გვჭირდება, რადგან მოწინააღმდეგეები ვართ კანაფის წარმოება- კულტივაციის

„კონსერვატორები“ საქართველოში კანაფის წარმოება-კულტივაციას მხარს არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერენ“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს.
ამასთან, როგორც ის განმარტავს, აღნიშნულ საკითხზე კონსესუსი არ არსებობს, რადგან „კონსერვატორებს“ საკუთარი აზრი უკვე ჩამოყალიბებული აქვთ.
„სანამ კონსესუსი არ იქნება, ეს კანონი მიღებული ვერ იქნება. ლოგიკურია, რომ გადაიდო. რა კულტივაცია, კარტოფილია? რა უნდა მოვიყვანოთ და გავყიდოთ? მოსაზრება არსებობს, რომ ვითომ, ეს კარგია, მაგრამ ამ მოსაზრებას არ ვეთანხმებით. კონსულტაცია არ გვჭირდება, რადგან პოზიცია ჩამოყალიბებული გვაქვს. ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება, რადგან მოწინააღმდეგეები ვართ კულტივაციის, ლიცენზიების გაცემისა და იმის, რომ სახელმწიფომ ამით ივაჭროს. არ მიგვაჩნია, რომ კოლუმბიას ვაშენებთ, მიგვაჩნია, რომ ევროპულ ქვეყანას, კარგ სახელმწიფოს ვაშენებთ“, – განაცხადა ძიძიგურმა.
გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა.
მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა ცალკე მოხდება, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს. მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა კი კობახიძის თქმით, საჩქარო არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები