ბათუმში საერთაშორისო კინოფესტივალი – BIAFF გაიხსნა

ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF) გაიხსნა. მე-13 ფესტივალის კინოჩვენება საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალულმა ქართულმა ფილმმა „ჩემმა ბებიამ“ გახსნა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოფესტივალზე წელს სხვადასხვა სექციაში წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, ასევე 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან.
ბათუმის კინოფესტივალზე წელს პირველად ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური საერთაშორისო მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციას შეაფასებს და გამოავლენს კინოკრიტიკოსთა რჩეულ ფილმს, რომელსაც გადაეცემა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაწესებული პრიზი.
ფესტივალის კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.
ბათუმის მე-13 კინოფესტივალი 16-23 სექტემბერს გაიმართება. საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორი ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები