ბრილის მცირე სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია დასრულდა

 2017-2018 წლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის მცირე სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის სამუშაოები განხორციელდა.
შესრულებული სამუშაოების შედეგად მოეწყო ხის არაინვენტარული ხარაჩოები, დაიშალა სატრაპეზოს კედლების ორივე მხარე, კარიბჭისა და დასავლეთ კედლების ორივე მხარე დამრეც რელიეფზე. მოეწყო ქვის კიბეები ადგილობრივი ფლეთილი ქვით, კიბეების ქვეშ ბეტონის ფილა, კარიბჭის კედლის წყობები კირის დუღაბზე.
მოეწყო გადახურვის თბოიზოლაცია, მოეწყო მეორე სართულის იატაკი ფიცრებით და პლინტუსებით, ოთახების გამყოფი ხის საიზოლაციო შრეები, ხის კიბეებისა და მოაჯირები. დამზადდა კედლის შიდა და გარე კარების ბლოკი.  აღმოსავლეთის ფასადის კედელი გადაეწყო კირდუღაბზე, გამოითალა და მოეწყო თაღოვანი სარკმელების თავსართი.
მოხდა ამოყვანა სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთის გალავნის კედლის ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. მოეწყო სახურავის ბურული ფერადი გლუვი ფურცლებით, ლორფინის იმიტაციით, მეორადი ქართული აგურის იატაკი კირის დუღაბზე ნაკერების მოლესვით. დამონტაჟდა ონკანი და ფაიფურის ხელსაბანი. მოეწყო გალავნის კედლის დამცავი კრამიტის ბურული. დამზადდა გალავნის კარიბჭის შესასვლელი კარი და გაილესა გამოქარული კედლები კირის დუღაბით. დამონტაჟდა ჩრდილოეთის მხარეს ტერასაზე გასასვლელი რკინის ცხაურა-კარების ბლოკი.
სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით შესრულდა.
შემსრულებელი: შპს „ანდამატი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები