განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის გამო, ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორ ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, შიდა ქართლის რეგიონში, ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტობუსში მოწყობილი სამალავებით, 27 900 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ახდენდა. ხოლო მეორე შემთხვევაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბრალდებულს, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, სარეალიზაციოდ გამზადებული 1 988 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 75 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები