ნინო გიორგობიანი ზუგდიდის მერის მოადგილის დაკითხვიდან გამოსვლის კადრებს ავრცელებს და მედიას პასუხობს- მეც გამპარვია რესპოდენტის გამოსვლის მომენტი (ვიდეო)

მეც ვყოფილვარ ჟურნალისტი და რესპოდენტის გამოსვლის მომენტი მეც გამომპარვია,- ასე ეხმაურება სუს-ის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავა უწყებამ დაკითხვის შემდეგ შენობიდან გააპარა.
გიორგობიანმა საპასუხოდ კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს თუ როგორ ტოვებს გულორდავა შენობას იმ გასასვლელიდან, საიდანაც შევიდა.
“დღეს საღამოს თითქმის ყველა მედიასაშუალებამ, რომელიც ელოდებოდა ზუგდიდის მერის მოადგილის, გია გულორდავას დაკითხვიდან გამოსვლას, გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი სუს-მა შენობიდან “გააპარა”. დავინტერესდი ამ საკითხით და ეს არის კადრები, თუ როგორ ტოვებს ეს ადამიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობას 17 საათზე და 35 წუთზე,
იმავე გასასვლელით, საიდანაც შემოვიდა.
P.S. მეც ვყოფილვარ ჟურნალისტი და მეც გამპარვია რესპოდენტის გამოსვლის მომენტი ,- წერს გიორგობიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები