ფინანსთა მინისტრი „ომეგა ჯგუფზე“: კეთილი ინებონ და ბიუჯეტში დავალიანება გადაიხადონ

0

ბიუჯეტში დავალიანება უნდა გადაიხადონ, გინდ ვიდეო ჰქონდეთ, გინდ აუდიო – ასე გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
„50 მილიონი ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს, მე ეს ვიცი. გინდ ვიდეო ჰქონდეთ, გინდ აუდიო. ერთადერთი, რასაც ვადასტურებ არის დავალიანება ბიუჯეტთან, რომელიც 3 წლის განმავლობაში იზრდებოდა და ეს უნდა გაჩერებულიყო. კეთილი ინებონ და გადაიხადონ”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება.
ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი „ომეგა ჯგუფია“. ტელეკომპანია „იბერია“ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. არხის თანამშრომლები და ხელმძღვანელობა ხელისუფლებას ზეწოლასა და ტელევიზიის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებენ

კომენტარები

კომენტარი