თამარ ჟვანია ოპოზიციას: კომისიების დაკომპლექტებისას ნეპოტიზმი გამორიცხულია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ოპოზიციის ბრალდებას კომისიების დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით უპასუხა. როგორც მან განაცხადა, ნეპოტიზმი გამორიცხულია და წევრების შერჩევა მხოლოდ პროფესიული ნიშნით მოხდება.
„ამ საკითხებთან დაკავშირებით გიპასუხებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გასცა პასუხი და თითოეული თანამშრომელი და ის წევრი, რომელიც რეალურად საოლქო საარჩევნო კომისიებში იქნა არჩეული, ჩვენ ვნახეთ, რომ არჩეული იყო გამოცდილების მიხედვით, ისინი არა მხოლოდ ერთი და ორი წელი, რამდენიმე წლებია უკვე საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობენ და სხვათა შორის, წინა წლების განმავლობაში მათ რაიმე მიკერძოებას ან შეუსაბამო ქმედებაზე არცერთი ანგარიში არ არის დაფიქსირებული, ასე, რომ მთავარი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არის პროფესიული გამოცდილება, ამ ნიშნით ადამიანების არჩევა. დანარჩენის მონიტორინგი განხორციელდება და ყველა ჩართული მხარე ნახავთ საქმიანობაში მათ ქმედებებს”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცნობისათვის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება, ამიტომ კომისიების დაკომპლექტება ნათესაური კავშირით, მხარდამჭერებით და აქტივისტებით ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები