რუსთავში, კორპუსიდან 28 წლის მამაკაცი გადმოხტა

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, 28 წლის მამაკაცი მეოთხე და მეხუთე სართულს შორის მდებარე კიბის უჯრედიდან გადმოხტა.
მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„კვირას“ ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აწუხებს და აღნიშნული ჩივილებით ოჯახმა, ექიმს შემთხვევამდე რამდენჯერმე მიმართა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 112-ში დარეკვის შემდეგ სასწრაფო დახმარებამ გამოძახებაზე მისვლა დააგვიანა და სასწრაფოზე ადრე, ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები