გორში, საკრებულოს თავმჯდომარესა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

გორში, საკრებულოს შენობის წინ მიმდინარე აქციაზე საკრებულოს თავმჯდომარესა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ აქციას პოლიტიკურად მართული უწოდა, რასაც მომიტინგეების, მათ შორის მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის გაღიზიანება მოჰყვა, შელაპარაკება სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა სარალიძეს უცენზურო სიტყვებით მიმართა, სიტყვიერი შეურაცხყოფა რაზმაძეს ზაზა სარალიძემაც მიაყენა.
აქციას გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი და ნათესავები მართავდნენ. თორნიკე მერებაშვილი გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს.
საქმე აღძრულია თვითმკვლელობის მუხლით, მერებაშვილის ოჯახი კი, საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახს თანადგომას უცხადებენ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლებიც აქციას შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები