ქინძმარაულისა და გუმათჰესის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. მასშტაბური პროექტი ქინძმარაულის ქუჩაზე ხორციელდება, სადაც 6 400 კვ.მ ფართობის გზა მოწესრიგდება. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება და ტროტუარი მოეწყობა.
„სამუშაოები უკვე დასრულდა გუმათჰესის ქ. N7-N9-სა და იდუმალას ქ. N6-N4-ის მიმდებარედ, სადაც 2 200 კვ.მ ფართობი მოწესრიგდა. გზასა და შიდა ეზოებში ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ტროტუარები და ბორდიური.
ქვემო სამგორში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების მიმართულებითაც. მოსკოვის გამზირზე N36 კორპუსის მიმდებარედ, წყალარინების ქსელი სრულად შეიცვალა. ამჟამად, წყალარინების ქსელის მოსაწესრიგებლად სამუშაოები მიმდინარეობს მოსკოვის გამზირის N36 დ და N36 გ კორპუსების მიმდებარედ“,- აცხადებენ მერიაში..
ქვემო სამგორში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან მამულაშვილთან ერთად დაათვალიერა.
გამგებელი სხვადასხვა მისამართზე მოსახლეობას შეხვდა და გამგეობის მიერ დაგეგმილი სხვა პროექტები მათთან ერთად განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები