საქართველო ბრიტანეთის პრესტიჟულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი

25-30 სექტემბერს, ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Encounters Film Festival გაიმართება. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალზე, წლეულს საქართველო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი.
ქართული კინოს რექტოსპექტივა დამეგობრებული ქალაქების – თბილისისა და ბრისტოლის მეგობრობის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრი, თბილისის მერია და Encounters Film Festival ერთობლივად წარმოადგენენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები