იანვარ-ივნისში საქართველოში 23 603 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 24 312 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში 23 603 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
“2018 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 709 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის 3 რეგიონში ფიქსირდება: თბილისში (2 109), აჭარაში (1 041) და ქვემო ქართლში (674)”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 2018 წლის საბოლოო მონაცემები 2019 წლის მარტის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები