ნიკოლოზ ანთიძე გრაკლიანის გორაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

გრაკლიანის არქეოლოგიურ კომპლექსზე და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალზე გრძელდება სამეცნიერო კვლევა- ძიებისა და ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობის პროცესი.
გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ახლად გამოვლენილ ნასახლარზე მიმდინარე სამუშაოებს  სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
უწყების სამუშაო ჯგუფი უფლისციხის ნაკრძალზე დაწყებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გაეცნო, რაც ტერიტორიაზე საბავშვო -გასართობი ატრაქციის მოწყობას გულისხმობს.
სამუშაო ჯგუფმა მოინახულა ქალაქ გორის ისტორიული ციხესიმაგრე, სადაც კომპლექსური სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესი დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები