საქართველოს პრეზიდენტს არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს არაბთა გაერთიანებული საემიროების ახლადდანიშნულმა პირველმა რეზიდენტმა ელჩმა საქართველოში ისა აბდულა აბდულრაჰმან ალნოაიმიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები