საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს გენერალური მდივანს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთოს გენერალურ მდივანთან ტომას გრემინგერთან შეხვედრა გამართა.
როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცობეს, მხარეებმა განიხილეს ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, უსაფრთხოების პრობლემატიკასა და ეუთოს ჩართულობაზე ამ პროცესებში.
საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე პროცესების შესახებ.
პრეზიდენტმა ეუთოს გენერალურ მდივანთან ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხი და ამ პროცესებში ეუთოს ჩართულობის თემები განიხილა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს პრობლემატიკა ეუთოს დღის წესრიგში მაქსიმალურად უნდა იყოს წარმოჩენილი.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ტომას გრემინგერმა განაცხადა, ვიზიტის შედეგად იგი კარგად გაეცნო იმ სირთულეებს, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას.
,,პირველი, მსურდა, რომ მადლობა გადამეხადა საქართველოს მხარდაჭერისათვის ეუთოში მიმდინარე რეფორმებში, ეუთოს ოპერაციებსა და ეუთო-ს სტრუქტურული დიალოგში აქტიური ჩართულობისათვის.
მინდოდა პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნება, რომ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში.
ჩამოვედი, რათა აღმოვაჩინო საქართველოს – ეუთოს ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავების, გაძლიერებისა და გაფართოების შესაძლებლობები”, – აღნიშნა ტომას გრემინგერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები