პატრიარქი შვილებს მშობლების პატივისცემისკენ მოუწოდებს

  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სპეციალური ლოცვა წაიკითხა და მისი სულიერი შვილები და სრულიად საქართველო დალოცა. მანამდე ილია მეორემ იქადაგა და შვილებს მშობლების პატივისცემისკენ მოუწოდებს.
“დღეს არის ბედნიერი დღე. ჩვენ თაყვანს და პატივს ვცემთ ჩვენ მშობლებს. გვახსენდება სიტყვები ათი მცნებიდან: “პატივი ეც მამასა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა”. ეს არის უდიდესი მადლი, უდიდესი წყალობა ღვთისა, როცა შვილი პატივს და თაყვანს სცემს თავის მშობელს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შვილი ბედნიერი იქნება. დღეს კიდევ ერთხელ გვახსენეს წმინდა ეკლესია, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენი მშობლებისადმი. ჩვენი მშობლები არის მადლით მოსილი ღვთისაგან და დალოცვა მშობელთა არის დალოცვა ღვთისა ბედნიერებისაკენ. ჩვენ ძალიან ხშირად ვუსურვებთ ერთმანეთს ბედნიერებას. აი, აქედან უნდა დაიწყოს ადამიანმა ბედნიერებისაკენ სვლა. არის შემთხვევა, როცა მშობელი აღარ ახსოვს შვილს, შვილებს. დიდ განსაცდელში ვარდება ასეთი შვილი”, – ბრძანა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები