გიორგი ტყემალაძე – ოპოზიციაზე: მათ არ უხარიათ ქალაქის წარმატება, ეს არის მათი დღის წესრიგი, ისინი არიან მუდმივად ბოიკოტში
“მათ არ უხარიათ ქალაქის წარმატება, ეს არის მათი დღის წესრიგი, ისინი არიან მუდმივად ბოიკოტში, არცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობენ”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნა.
„არჩევნების შედეგებამდე აბსოლუტურად მთელი ოპოზიცია იძახდა, რომ ამგვარი უპრეცედენტო ტექნოლოგიური შესაძლებლობები რითაც ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები, ეს იყო უპრეცედენტო, ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის და შეუძლებელი იყო ამ პროცესში რაიმე გაყალბება.
როგორც კი მათ არ მოეწონათ შედეგი დაიწყო აპელირება, რომ არჩევნები გაყალბდა. გამოვიდა ეუთო/ოდირი, გააკეთა ოფიციალური დასკვნა და რეკომენდაციები, სადაც ცალსახად არის ასახული ის, რომ არჩევნები შედგა, არჩევნები შედგა კონკურენტუნარიან გარემოში და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ განეხორციელებინა თავისი არჩევანი მისი ნების შესაბამისად“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.