მარიამ ლაშხი: ეუთო/ოდირის დასკვნამ კიდევ ერთხელ გააცამტვერა ის ყალბი მოლოდინები, რასაც ოპოზიციური ძალები უქმნიდნენ მოსახლეობას
“ეუთო/ოდირის დასკვნამ კიდევ ერთხელ გააცამტვერა ის ყალბი მოლოდინები, რასაც ოპოზიციური ძალები უქმნიდნენ მოსახლეობას, ვინაიდან ეუთო/ოდირის დასკვნაში ცალსახად წერია, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, მარიამ ლაშხმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დასკვნაში დარღვევებზეც არის საუბარი და იმ დარღვევების რეკომენდაციები არის შესასრულებლად წარმოდგენილი.
„გვახსოვს, რომ ახალი არჩევნების დანიშვნა, რეჟიმის დამხობა იყო მოთხოვნა 2020 წელსაც, 2018 თუ 2016 წლებშიც. ისიც გვახსოვს, რომ ის ევროპარლამენტარები იქნება ეს რასა, ჟიგიმანტასი თუ სხვა ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთადერთი რეპუტაციული ინსტიტუტი პრეზიდენტია, ისინი 2018 წლის ეუთო/ოდირის დასკვნასაც უგულებელყოფენ და მაშინ იმ რეკომენდაციებით რაც იყო – ხალხის მოსყიდვით არჩეული პრეზიდენტი, დღეს ხაზს უსვამენ და ამბობენ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტიაო.
რაც შეეხება რეპუტაციულ შეფასებას, ეს არის ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელსაც ემყარება ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აშშ და სხვა. შესაბამისად, ჩვენთვის სახელმძღვანელო არის ეუთო/ოდირის დასკვნა და არა რომელიმე გავლენების ქვეშ არსებული პირები, რომლებიც თავიანთ სურვილებს გამოხატავდნენ. რა თქმა უნდა, დარღვევებზეც არის საუბარი და იმ დარღვევების რეკომენდაციები არის შესასრულებლად წარმოდგენილი, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო წარმომადგენელი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და აღიარებს ერთის მხრივ არჩევნებს და მოუწოდებს უკვე არჩეულ ხელისუფლებას ამ რეკომენდაციების აღსრულებისათვის, რომელზეც, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მზაობა არის.
ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, როგორც 2020 წელს მიღებული რეკომენდაციების აღსრულებაში ვიყავით ჩართულები, შესაბამისად ისე იქნება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნების მზადებაში, მათ შორის 2025 წლის არჩევნებისათვისაც“, – განაცხადა ლაშხმა.