“მთავრობას ჰყავს მეთაური და მთავრობის მეთაურისგან არაერთხელ გაჟღერდა დიალოგის მზაობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს” – მარიამ ლაშხი
,,ხელისუფლების ჩამოშლის ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო და იგივე ბედი ელის ამასაც”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან’’ საუბრისას, „ქართული ოცნების“ წევრმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა: „ან დიალოგი და კონსულტაციები და ან რეჟიმის ჩამოშლით მისვლა არჩევნებამდე“.
„დიალოგი ჩვენი მხრიდან არასდროს არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. მთავრობას ჰყავს მეთაური და მთავრობის მეთაურისგან არაერთხელ გაჟღერდა დიალოგის მზაობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და ყოველთვის მზად ვართ ამისთვის. თუმცა ამასთან ერთად გრძელდება სამუშაოები იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობა და ის დანაპირები, რაც არის აღვასრულოთ, ხოლო ის მცდელობები არეულობის თუ სხვა დესტრუქციის, ამასთან დაკავშირებით რომელიმეს საფუძველი რომ ჰქონდეს, რეალური სურვილი და მზაობა, რომ იყოს დიალოგის ამ წინადადებას დათანხმდებოდა და რომელიმე გაბედავდა მთავრობის მეთაურთან დაჯდომას და საუბარს. თუმცა რა თქმა უნდა არც საფუძველია, დაცლილია ეს ყველაფერი და ერთგვარი ხალხის აჟიოტაჟის და ჩუმი ხმაურის, ქარიშხლის მოხდენას ემსახურება ესეც“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.