16 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სავარაუდოდ 14 წლის მოზარდმა დაჭრა, კრიტიკულად მძიმეა
16 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სავარაუდოდ 14 წლის მოზარდმა დაჭრა, კრიტიკულად მძიმეა.
ამის შესახებ ექიმმა, ხათუნა ხუფენიამ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.
“ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. პაციენტი შემოყვანილი იქნა ახლობლების მიერ კლინიკაში, მიყენებული აქვს კისერზე ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით. იყო შოკურ მდგომარეობაში, ასევე წინა მხარზე აღენიშნებოდა ორი სისხლმდენი ჭრილობა. გაკეთდა გადაუდებელი ოპერაცია. სასიცოცხლო ჩვენებით, მასიური დანაკარგიდან გამომდინარე, პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ამჟამად მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ დეპარტამენტში”, – განაცხადა ხათუნა ხუფენიამ.