პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
მომიტინგეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
ამასთან, მათ ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 27-ე დღეა გრძელდება.
მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.