მარიამ ლაშხი: სალომე ზურაბიშვილის სურვილის მიუხედავად ქვეყანაში აღსრულდება კონსტიტუცია და 29-ში იქნება მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია
”სალომე ზურაბიშვილის განცხადება პრეზიდენტად დარჩენაზე, მიუხედავად იმისა სად იქნება, მიუთითებს მხოლოდ დესტრუქციაზე. თუმცა სიმბოლიკა, დატვირთვა და თავისუფლება დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს არჩევნების გზით”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მარიამ ლაშხმა “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის სურვილის მიუხედავად ქვეყანაში აღსრულდება კონსტიტუცია და 29-ში იქნება მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია.
„არჩევნების გზით მოხდა ახალი ხელისუფლების დაკომპლექტება და პრეზიდენტის არჩევა. კონსტიტუციის დაცვა და ყველა იმ დემოკრატიის საკანონმდებლო ფუნქციის აღსრულება მოხდება 29 დეკემბერს.
საბედნიეროდ დემოკრატიებში კონკრეტული პირების სურვილებზე დაფუძნებული არ არის ქვეყნის მოწყობა, შესაბამისად სალომე ზურაბიშვილის სურვილის მიუხედავად ქვეყანაში აღსრულდება კონსტიტუცია და 29-ში იქნება მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.