გორში, 14 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ყიფიანის ქუჩაზე 14 წლის გოგონა საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, მოზარდმა ფეხსაცმლის ზონარი კარნიზზე ჩამოკიდა და თავი ჩამოიხრჩო.
როგორც „კვირას“ გარდაცვლილის მეზობელმა განუცხადა, გოგონას დედას სახლში მისვლისას კარი დაკეტილი დახვდა და ურდულის შიგნიდან გაღება მეზობლის ბავშვს სთხოვა.
„როგორც ვიცით, ბავშვი შიგნიდან ჩაიკეტა და თავი ფეხსაცმლის ზონარზე ჩამოიკიდა. როცა დედამ მეზობელს კარი გააღებინა, ეს ჩვენი მეზობელი ისე გამოვიდა სახლიდან არაფერი უთქვამს. სავარაუდოდ არ დაუნახავს იქ არაფერი. დაახლოებით, ორ საათში უკვე სასწრაფო დავინახეთ სადარბაზოსთან და თქვეს, რომ დედამ შვილი კარნიზზე ჩამოკიდებული ნახა და სასწრაფო გამოიძახა“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში მეზობელმა. მისივე თქმით, ბავშვს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ხშირად იკარგებოდა.
„კვირას“ ინფორმაციით, სასწრაფო დახმარებისა და პატრულის მისვლის შემდეგ, გვამი უკვე გადაადგილებული, ზონრები კი გადაჭრილი იყო.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, არ არის გამორიცხული მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს.
„ადგილზე, დეტალურად შესაწვლის მიზნით, კომპლექსური ექსპერტიზები მიმდინარეობს, გამოძიების ცხელ კვალზე ჩატარებული პირველადი საგამოძიებო მოქმედებების შედეგების მიხედვით შესაძლებელია, რომ ამ საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალოს და სხვა მუხლი მივიღოთ“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები