თემურ მურღულიამ თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე სამუშაოები დაათვალიერა

   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ, ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თორნიკე თორაძემ, სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენის“ ხელმძღვანელებთან და კომპანია „დოხვას“ ინჟინრებთან ერთად, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშოები დაათვალიერეს.
სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მობილიზაციის სამუშაოები ტარდება. ამჟამად, მიმდინარეობს ასფალტის ქარხნის საფუძვლის მომზადება და საველე ოფისების მშენებლობა. მონტაჟდება ხიდის კოჭების ჩამოსასხმელი საწარმო. უკვე დადგმულია ბეტონის ქარხანა და დაწყებულია მაგისტრალის მიწის ვაკისის სამუშაოები. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები