ნინო ხარატიშვილის რომანი გერმანული ლიტერატურული პრემიის მოკლე სიაშია
ნინო ხარატიშვილის რომანი „კატა და გენერალი“ გერმანული ლიტერატურული პრემიის – Deutscher Buch Preis 2018 -ის მოკლე სიაში მოხვდა.
გამომცემლობა „ინტელექტის“ ინფორმაციით, პრემიის მფლობელი 8 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნამდე ერთი დღით ადრე გამოვლინდება.
რომანი „კატა და გენერალი“ ფსიქოლოგიური რომანია და დანაშაულისა და სასჯელის, ქვეყნებისა და ადამიანების გონებაში მიმდინარე ომებისა და მშვიდობის ძებნის შესახებ მოგვითხრობს.
ნინო ხარატიშვილი 1983 წელს თბილისში დაიბადა. პირველი წიგნი Der Cousin und Bekina 2002 წელს გამოიცა. 2018 წელს მიენიჭა ბერტოლდ ბრეხტის პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემია.