სოჭში სამართალდამცავებს ქართველი “კანონიერი ქურდი”, გაექცათ

სოჭში 54 წლის ქართველი “კანონიერი ქურდი” გიორგი გოგოლაძე, ცნობილი როგორც “გოგა რუსტავსკი” სამართალდამცავებს თვალთახედვის არეალიდან გაექცათ. მომხდარის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო «Прайм Крайм» ავრცელებს.
კრიმინალური “გენერლის” ადგილსამყოფელი, 30 აგვისტოს მერე, მას შემდეგ რაც სოჭში, ადლერის რაიონის მოსამართლემ, იური პეჩიონკინმა, საზღვრის უკანონო კვეთასა და ყალბი საბუთების გამოყენების გამო მას ჯარიმა დაუწერა და სასამართლოს დარბაზიდან გაუშვა უცნობია.
შეგახსენებთ, რომ გოგა გოგოლაძე 9 ივლისს დააკავეს მოსკოვთან ახლოს, ჩეხოვის რაიონში და გადააგზავნეს სოჭში, სადაც მან 2016 წელს უკანონოდ გადალახა რუსეთის საზღვარი დეფაქტო აფხაზეთში გაკეთებული ყალბი პასპორტით.
სააგენტოს ინფორმაციით, 16 აგვისტოს სოჭის იზოლატორში გოგოლაძეს წარუდგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულება, მასზედ რომ მისი ყოფნა ქვეყნის ტერიტორიაზე არასასურველია და საზღვრის გადმოლახვა მას სამუდამოდ ეკრძალება.
ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით გოგოლაძეს საქმეზე გამოტანილი დასკვნის თანახმად, ის მეორედ უნდა მიეყვანათ სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეებზე, რათა გადაეყვანათ სადეპორტაციო განყოფილებაში. მაგრამ ადლერის სასამართლოდან გამოსვლისას “კანონიერი ქურდი” არავინ დააკავა, რამაც მას მიმალვის საშუალება მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები