თამარ ჩუგოშვილი გავრცელებულ ჩანაწერზე: როგორც ვიცი, საუბარია რაღაც 5 წლის წინანდელ ჩანაწერზე
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანისა და “ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილის აუდიო ჩანაწერს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ჩანაწერი 5 წლის წინ გაკეთდა.
„მე როგორც ვიცი, საუბარია, რაღაც 5 წლის წინანდელ ჩანაწერზე. გამიჭირდება ამაზე ვისაუბრო. მე ეს ინფორმაცია მაქვს, შეიძლება ვცდები, მაგრამ მითხრეს, რომ წლების წინანდელ ჩანაწერზეა ლაპარაკი. საგამოძიებო ორგანოები თუ ჩათვლიან, რომ რაიმე დანაშაულის ნიშნებია, დარწმუნებული ვარ, ამას მიაქცევენ ყურადღებას“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი წყაროს ინფორმაციით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან.