ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდგომ საქართველოში პრორუსული ძალების გავლენები შემცირდა

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება ბიზნესს აყაჩაღებდა, ხალხს აწამებდა და თან ამბობდა, რომ პროდასავლური ძალა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენცია “მსოფლიო თავდაყირა – 2018”-ზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2012 წლის შემდეგ პრორუსული ძალების გავლენები გაცილებით შემცირდა.
“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება ბიზნესს აყაჩაღებდა, ხალხს აწამებდნენ და თან ამბობდნენ, რომ პროდასავლური ძალა იყვნენ. სწორედ მაშინ ადამიანების ნაწილი დასავლეთის მიმართ გულაცრუებული გახდა და მომძლავრდა რუსული სენტიმენტები. 2012 წლის შემდგომ, მას შემდეგ, რაც პროევროპული “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, ეს გავლენები შემცირდა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები