აშშ-ში ქარიშხლის გამო, საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა, დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. ჩრდილო და სამხრეთ კაროლინის შტატებს საშიში ქარიშხალი “ფლორესი” უახლოვდება. ამის შესახებ “თეთრი სახლიდან” იტყობინებიან.
სამხრეთ კაროლინას შტატში ევაკუაციაა დაწყებული – 1 მილიონი ადამიანი საცხოვრებელ სახლებს დატოვებს.
“ფლორესი” მეოთხე კატეგორიის საშიში ქარიშხალია. სინოპტიკოსების ვარაუდით, საშიშროება იმისა, რომ ქარიშხალი 5 დღის განმავლობაში შტატის სანაპიროებს მიუახლოვდება 90%-ზე მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები