“ახალი საბაჟო კოდექსი საშუალებას იძლევა, საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული უფლებები სხვა პირს გადაეცეს”

ახალი საბაჟო კოდექსით, ჩნდება საბაჟო პროცედურის მფლობელის დეფინიცია და პროცედურის მფლობელის ცვლილების შესაძლებლობა, რაც საშუალებას იძლევა საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული უფლებები გადაეცეს სხვა პირს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული სიახლე ბიზნესსექტორს მისცემს საშუალებას, აწარმოოს მისთვის სასურველი გარიგება საბაჟო ზედამხედველობაში მოქცეულ საქონელზე ისე, რომ ხელი არ შეეშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას.
გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება საბაჟო გადაწყვეტილების დროებით შეჩერება.
„კერძოდ, საბაჟო ორგანოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს გადამხდელზე, წინასწარ ეცნობება მას, გადამხდელის მხრიდან არგუმენტების გათვალისწინების მიზნით. გარდა ამისა, საბაჟო ორგანოსთვის ჩნდება შესაძლებლობა, შეაჩეროს საკუთარი გადაწყვეტილების აღსრულება, თუ ის გამოუსწორებელ ზიანს აყენებს დაინტერესებულ პირს“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები