„ქართული მარშის“ წევრები პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან

„ქართული მარშის“ წევრები კონსტანტინე მორგოშია,გიორგი ფალავანდიშვილი მიხეილ ამისულაშვილი და რამაზ გაგნიძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გამოკითხვა, სავარაუდოდ, „დინამო არენაზე“ 20:00 საათისთვის დაგეგმილ მატჩს უკავშირდება, სადაც საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება.
“ქართული მარშის” მიერ ფეხბურთელ გურამ კაშიას წინააღმდეგ დაანონსებული საპროტესტო აქცია, რომელიც „დინამო არენას“ ცენტრალურ შესასვლელთან უნდა ჩატარებულიყო ამ დრომდე არ დაწყებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები