ყაჩაღობისთვის ბრალდებულ პირს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული, განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.თ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
როგორც “კვირას” პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს, ღამის საათებში, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.თ. თანხის მისაკუთრების მიზნით, თბილისში თავს დაესხა ტაქსის მძღოლს, გ.ო.-ს, დანა დაადო გულმკერდის არეში, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, გასტაცა გამომუშავებული ფულადი თანხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.თ. 2017 წლის 23 სექტებერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.თ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები