ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა

     ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა. როგორც პორტალ “კვირას“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ისრაელს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები