იოჰანეს ჰანი: არჩევნები დემოკრატიული შესაძლებლობაა და ის ყველამ უნდა გამოიყენოს

არჩევნები დემოკრატიული შესაძლებლობაა და ის ყველამ უნდა გამოიყენოს, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას ევროკომისარმა აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა უნდა გამოიყენონ შესაძლებლობა და ხმა მისცენ არჩევნებზე.
„თავი არ შეიკავონ, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ. ეს დემოკრატიული შესაძლებლობაა და ყველამ უნდა გამოიყენოს. დემოკრატიაში თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა. არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს“, – აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები