დავით ზალკალიანი: იოჰანეს ჰანს დეტალურად ვაცნობე ის მდგომარეობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი

დავით ზალკალიანი – იოჰანეს ჰანს დეტალურად ვაცნობე ის მდგომარეობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი ბატონ ჰანს დეტალურად ვაცნობე ის მდომარეობა, რომელიც შექმნილია ოკიპირებულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით
ზალკალიანმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისართან იოჰანეს ჰანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის დახმარება საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მხრივ.
„შეხვედრაზე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე თემებზე. ბატონ ჰანს დეტალურად ვაცნობე ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით, აფხაზეთის და ცხინვალის მიმართულებით ბოლო პერიოდში არსებულ სიტუაციაზე, როდესაც ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, როცა ადამიანებს არ აქვთ წვდომა განათლებაზე, არ აქვთ შესაძლებლობა მოინახულონ ახლობლები. ამიტომ, მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხრიდან, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი აქტორი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, უფრო მეტი ნაბიჯი იყოს გადადგმული საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლოდაციის თვალსაზრისით, რათა ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში გვქონდეს მნიშვნელოვანი პროგრესი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაციაზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრი აცხადებს, რომ აუდიენციისას ასევე განიხილეს საქართველოს წარმატებები ასოცირების ხელშეკრულების თვალსარისით.
„ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ წარმატებით ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებას. ამასთან, ვისაუბრეთ რომ საქართველოს აქვს უფრო ამბიციური გეგმა კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადადგას ასოცირების ფარგლებს მიღმა გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ზალკალიანმა.
იოჰანეს ჰანის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები დაგეგმილი აქვს, ასევე, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები