ანრი ოხანაშვილი სერგი კაპანაძის განცხადებაზე: კომისიის თავმჯდომარემ ასეთი სიცრუე არ უნდა იკადროს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განცხადებას გამოეხმაურა და უპასუხისმგებლო უწოდა.
ოხანაშვილის თქმით, კომისიის თავმჯდომარემ ასეთი სიცრუე არ უნდა იკადროს.
“ვინაიდან დასკვნის ბოლო ვერსია გუშინ გადმოგვცეს, გუშინდელ სხდომაზევე დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ მოსაზრებებს კომისიას ორშაბათის სხდომაზე წარვუდგენდით.
წინასწარ გააკეთეს ხმამაღალი განცხადებები, შედეგი ვერ დადეს ასეთი ხმაურიანი და ახლა ცდილობენ ყურადღება მიიქციონ.
კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ კაპანაძე ვის მოუწოდებს გაუგებარია, ჩვენ ბოლომდე ვიმუშავებთ და კომისია მუშაობას დადგენილ ვადებში დაასრულებს, შემდგომ კი დასკვნა პლენარულ სხდომაზე გამოვა,-განაცხადა ოხანაშვილმა.