ირაკლი აბუსერიძე უცხოელების ბინადრობის საკითხთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების ინიციატივას დადებითად აფასებს

ისნის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი, ირაკლი აბუსერიძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას უცხოელების ბინადრობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას ეხმაურება და აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ინიციატივა გააზრებული და გეგმაზომიერია და უფრო მეტად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს.

„მინდა, გამოვეხმაურო დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას, უცხოელებზე ბინადრობის გაცემის წესის ცვლილების შესახებ. ეს არის აბსოლუტურად სწორი, გააზრებული და გეგმაზომიერი ინიციატივა, რომელიც დაიცავს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებს. ამ სფეროში გარკვეული ხარვეზები არსებობს და ცვლილებები აუცილებელია. არსებული კანონმდებლობა, ბინადრობის მოწმობის მისაღებად, საკმაოდ დაბალ თანხობრივ ცენზს აწესებს, რაც ხელს არ უწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. ახალი ინიციატივით, ეს ხარვეზები აღმოიფხვრება და საქართველო ღია დარჩება იმ უცხოელებისთვის, რომლებიც კანონის დაცვით იცხოვრებენ ჩვენს ქვეყანაში და გააგრძელებენ საინვესტიციო საქმიანობის წარმოებას“, – აცხადებს დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები