მამუკა მდინარაძე: ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რომ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ იგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს.
“როდესაც პრეზიდენტმა უარი განაცხადა, წარმოედგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, მაშინ პრაქტიკულად, ნათელი გახდა მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ. ალბათ, ეს იყო ლოგიკური გადაწყვეტილება მისი მხრიდან, რადგან როგორც ჩანს, მან რეალურად შეაფასა თავისი შანსები და რეალურად გაზომა თავისი რეიტინგი”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს სტუდენტებთან შეხვედრისას, განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და ქვეყნისთვის სამსახურს სხვა ფორმით გააგრძელებს.