„არმიჰოლში“ მშვიდობისმყოფელის დღე აღინიშნა (ფოტოკოლაჟი)

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „არმიჰოლში“ შეკრებილ საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადეს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელს, ავღანეთის მისიაში ორჯერ მყოფ კაპიტან ზოია კურტანიძეს ქართველი მხატვრის, ნიკო ცეცხლაძის ნახატი – „სიმამაცე“ საჩუქრად გადასცა. ნახატი პროექტის -„მხატვრები მშვიდობისათვის“ ფარგლებშია შესრულებული და მასზე მხატვარს სწორედ ქართველი ოფიცერი ქალი, კაპიტანი ზოია კურტანიძე ჰყავს ასახული, როგორც სიძლიერისა და სიმამაცის სიმბოლო.

„არმიჰოლში“ საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის ჩვენებაც გაიმართა. ღონისძიების დასასრულს, ქალ​ მშვიდობისმყოფელებს ბათუმის მერიის მიერ გამოგზავნილი ყვავილები გადაეცათ.

31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღედ 2016 წელს, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 18 წლის წინ, 1999 წელს, პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები