„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „კვირას“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურიდან აცნობეს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1770 აბონენტს დუშეთის რაიონის შემდეგ სოფლებში: თვალივი, ზემო ხორხი, მიგრიაულთა, ახალშენი, ასევე, მიმდებარე სოფელბში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კი 639 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში: მაგრანეთი, ორხევი, ყუდრო, ზურაბები და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.