სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე აღარ არის

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საფრანგეთის პრემიერმა და შს მინისტრმა ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ის 23 აგვისტოდან საფრანგეთის მოქალაქედ აღარ ითვლება.
„დღევანდელი დღე ჩემთვის სხვანაირი დღეა. დღეიდან აღარ ვარ ორმაგი მოქალაქე. საფრანგეთის პრემიერმა და შს მინისტრმა ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომლის მიხედვით 23 აგვისტოდან აღარ ვითვლები საფრანგეთის მოქალაქედ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები