პრემიერმა ჰეიდარ ალიევის საფლავი და მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას.
მთავრობის მეთაური ასევე იმყოფებოდა “შეჰიდების ხეივანში”, სადაც მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები