ქუთაისის აეროპორტსა და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში “ქუთაისის აეროპორტი” არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ხელბარგის დათვალიერების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს მ.ც.-ს (347,56 გრამი) და ნ.გ.-ს (451,01 გრამი) არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და ოქროს მონეტები აღმოუჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 39,599 ლარი შეადგინა“,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურს გადაეცა.
ასევე, 28 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის დ.შ.-ს ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 71.1 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6513,46 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 6513,46 ლარის ოდენობით.