ილია წულაია: ჩვენს ქვეყანაში ბინადრობის უფლების მიღება მნიშვნელოვნად იზღუდება

„საქართველოში ბინადრობის უფლების მიღება მნიშვნელოვნად იზღუდება“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ილია წულაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანა გახდა მიგრანტებისთვის და ბევრი უცხოელი არსებული რეგულაციებით არაკეთილსინდისიერად სარგებლობს.
„დღევანდელი კანონმდებლობით 35000 აშშ დოლარის უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში უცხოელს შეუძლია მიიღოს საქართველოში ცხოვრების უფლება 1 წლით. ეს ზღვარი ჩვენი კანონპროექტით გაზრდილია 100 000 დოლარამდე. ასევე თუ დღევანდელი რეგულაციით უცხოელს უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაშიც უნარჩუნდებოდა ერთწლიანი ბინადრობის უფლება, ახალი კანონით თუ უცხოელი გაასხვისებს უძრავ ქონებას ბინადრობის უფლების მოქმედების ვადაში, ის ავტომატურად დაკარგავს ამ უფლებას. ანუ ფიქტიური გადაყიდვები, მხოლოდ ბინადრობის უფლების მიღების მიზნით შეუძლებელი გახდება“,- აღნიშნა ილია წულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები