ბათუმში პუშკინის ქუჩაზე სამშენებლო მასალების მაღაზიები იწვის
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტები იწვის. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი 23-ე სკოლის უკან, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და სხვა სავაჭრო ობიექტებსაც მოედო, სადაც სამშენებლო მასალები და მალაალებადი პროდუქტები იყიდება. მაღაზიებში საღებავები, შპალერები და სხვა პროდუქტებია განთავსებული.
ადგილზე 100-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს, მობილიზებულია სახანძრო მანქანები.
სახანძრო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით, მოქალაქეები არ დაშავებულან, ცეცხლმა ამ დორისთვის უკვე გაანადგურა სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი.
ცეცხლი ამ დრომდე არ არის ლოკალიზებული. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.